"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტზე სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მე-5 - მე-10 სემესტრის სტუდენტებისათვის კლინიკა "ჰეფი დენტში" სტომატოლოგიური პრაქტიკის გასავლელად 13 მაისს გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. 

კომისიის მიერ სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ქიანა შოქუფაქი შეირჩა, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში პრაქტიკას მიმდინარე წლის 23 მაისიდან 23 ივნისამდე გაივლის.

პრაქტიკა თერაპევტის, ქირურგისა და ორთოპედის ასისტირებასა და სხვადასხვა მანიპულაციაზე დაკვირვების შესაძლებლობას მოიცავს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!