საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანაორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.

კონფერენცია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ყველაზე აქტუალურ თემას - უკრაინაში ომის მიმდინარეობას და მის საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას ეძღვნება. ღონისძიება განკუთვნილია როგორც სამართლის, ასევე აღნიშნულ თემაზე მომუშავე საჯარო პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 23 ივლისს. მონაწილეობას მიიღებენ იურისტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მთავრობის ოფიციალური პირები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატი, დიპლომატიური კორპუსის წარმომაგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

კონფერენცია მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ჩაერთონ დისკუსიებში, მოახდინონ მსოფლიოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების სამართლებრივ ჭრილში განხილვა, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა აღნიშნულ დარგში და განიხილონ პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციის ენები:

  • ქართული
  • ფრანგული

უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.

კონფერენციაზე დასწრება, მონაწილეობა და კრებულის მიღება უფასოა!

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 19 ივნისი.
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 23 ივლისი.

მოთხოვნები:

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ და უცხოელ აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და მოწვეულ პერსონალს. დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე:

https://bit.ly/3wGUk3g

მოხსენებით გამოსვლის მსურველებმა საგანგებო ველში უნდა მიუთითონ - მოხსენება და მითითებულ გრაფაში ატვირთონ აბსტრაქტი ქართულ ან ფრანგულ ენაზე.

აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:

  • სიტყვათა რაოდენობა 150-250 სიტყვა;
  • შრიფტი: ქართული და ფრანგული ვერსიისთვის - Sylfaen;
  • ზომა: - 12;
  • ინტერვალი - 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:   info@law.org.ge   

ტელეფონი: +995 22000171 (116)

გააზიარე გვერდი:

Hello World!