"ევროპის უნივერსიტეტის" სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მიერ სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდა
"ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მიერ დაგეგმილი "აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის" ფარგლებში სტუდენტებისთვის თემაზე "პლაგიატის პრევენცია" პოსტერების კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსში „ევროპის უნივერსიტეტის“ ათმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა: აფია ტასნემი - პირველი ადგილი, პრაქტიკ სუნილ დესაი - მეორე ადგილი და ანანო გოგოლაძე - მესამე ადგილი.
პოსტერების კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს - შეჰარბან თჰაჩაპალლათჰ შაჯაჰანს, საინი პიმანშუს, დაიამა ლიტეშ ნანდკიშორს, ფრანკლინ ჩინედუ ნვეზეს, შარმა მრიგაკშიკას, სონუ ვატსას და აჰმად ადობრეის სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ.
პოსტერების კონკურსის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია სტუდენტურ სივრცეში გაიმართა.