"ევროპის უნივერსიტეტმა" მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა

"ევროპის უნივერსიტეტმა“ მოქმედი ჩემპიონი "ილიაუნი 2“ დაამარცხა და ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში პირველად ითამაშებს. 

განმეორებითი მატჩი "ილიაუნი 2“-თან კვლავ EU-ს გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3-0.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ „სტუდენტურ“ დერბიში EU-მ ორი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი საბოლოო ანაგრიში აველო კიკვაძემ დააფიქსირა. 

"ევროპის უნივერსიტეტის“ ფინალური მეტოქე ქუთაისსა და თსუ 2-ს შორის 15 მაისს გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება, "ილიაუნი 2“ კი მესამე ადგილისთვის წყვილში დამარცხებულს ეთამაშება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!