"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის პროგრამის თანახელმძღვანელმა ინგლისურენოვანი სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის პროგრამის თანახელმძღვანელმა მარიკა ზურმუხტაშვილმა ინგლისურენოვანი სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო „ევროპის უნივერსიტეტის“ ADEE-ში (ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია) ინსტიტუციური წევრობის მნიშვნელობა და უპირატესობები "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის. 

პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებმა ADEE-ს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხები სტომატოლოგიის პროგრამის თანახელმძღვანელისა და ხელმძღვანელისგან მიიღეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!