"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტი კონკურსის შედეგად შემოდგომის სემესტრს მასარიკის უნივერსიტეტში გაატარებს

მასარიკის უნივერსიტეტში ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტური შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა.

"ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტი ანა დაშნელი ჩეხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, ბრნოში გაემგზავრება და შემოდგომის სემესტრს მასარიკის უნივერსიტეტში გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ მასარიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სასწავლო გეგმასთან თავსებადი მრავალფეროვანი კურსები აირჩიოს  და ასევე, პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!