"ევროპის უნივერსიტეტს" პროექტ "Bologna Hub Peer Support"-ის კონსულტანტები ესტუმრნენ

"ევროპის უნივერსიტეტს“ პროექტ "Bologna Hub Peer Support"-ის კონსულტანტები ესტუმრნენ.

სამუშაო შეხვედრას "ევროპის უნივერსიტეტის“ ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის მიმდინარეობის მანძილზე შესრულებულ სამუშაოზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. 

ვიზიტის ფარგლებში პროექტ "Bologna Hub Peer Support"-ის კონსულტანტებმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს "ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და მედიცინის ფაკულტეტის შენობები.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) პროექტს "Bologna Hub Peer Support" ერაზმუს + -ის დაფინანსებით ახორციელებს. 

პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA).

გააზიარე გვერდი:

Hello World!