ევროპის უნივერსიტეტსა და ტრანსილვანიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და ტრანსილვანიის უნივერსიტეტს (ბრაშოვი, რუმინეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის ხელმოწერით, მხარეებმა ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსილვანიის უნივერსიტეტი ბრაშოვში 70-წლიან ისტორიას ითვლის და ის რუმინეთში უდიდეს კვლევით ინსტიტუტს ფლობს. უნივერსიტეტი 101 საბაკალავრო, 79 სამაგისტრო და 18 სადოქტორო პროგრამას ახორციელებს

გააზიარე გვერდი:

Hello World!