ევროპის უნივერსიტეტი მასარიკის უნივერსიტეტში სრულად დაფინანსებულ ერაზმუს+ მობილობას აცხადებს

ევროპის უნივერსიტეტი მასარიკის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სრულად დაფინანსებულ  კონკურსს აცხადებს, რომელიც ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

  • მასპინძელი უნივერსიტეტი: მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა;
  • სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: საერთაშორისო ურთიერთობები, ინფორმატიკა, სამართალი, ბიზნეს-ადმინისტრირება;
  • მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 5 თვე;
  • სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში (ავიაბილეთები, ვიზის მოსაკრებელი, ტრანსფერი), ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით.

შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშcორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართება.

  1. გამოცდა ინგლისურ ენაში  (B2 დონე ) ხუთშაბათს, 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება:

წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი - Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება.

შენიშვნა:  თუ სტუდენტი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს წარმოადგენს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge,  მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ  მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას აიღებს, რომელიც CEFR-ის სტანდარტით მინიმუმ B2 დონეს უნდა შეესაბამებოდეს.

  1. გასაუბრება ინგლისურ ენაზე ორშაბათს, 2 მაისს 12:00 საათზე გაიმართება:

გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება.

შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

ორშაბათს, 2 მაისს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია, კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 1 გამარჯვებულ სტუდენტს გამოავლენს .

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა:  https://forms.gle/eFNfeFPyDaXYEGSR6

განცხადებები მიიღება 25 აპრილს, 14:00 საათამდე.

საერთაშორისო მობილობისთვის კონკურსის გზით სტუდენტთა შერჩევის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ევროპის უნივერსიტეტის „საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს“.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ.ფოსტაზე:

international.office@eu.edu.ge.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!