ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა “ფუტსალის ლიგა 2”-ის ფლეი-ოფი წარმატებით დაიწყო და 1/4 ფინალში ფ.კ “გორი” ორ შეხვედრაში (3-1; 5-2;) დაამარცხა, სამ მატჩიან სერიაში ანგარიშით 2-0 მოიგო და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

ევროპის უნივერსიტეტის მეტოქე, ნახევარ ფინალურ შეხვედრაში, გასული წლის მსგავსად, კვლავ “ილიაუნი 2” იქნება და გამარჯვების შემთხვევაში "ლიგა 2”-ის ფინალში ითამაშებს.

ნახევარ ფინალის პირველი შეხვედრა, 30 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!