ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები დამსაქმებელს შეხვდნენ

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, მედიცინის კამპუსში სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია პარტნიორი სტომატოლოგიური კლინიკა "ჰეფი დენტის" მენეჯერი, ორთოდონტი მარიამ ორჯონიკიძე, რომელმაც სტუდენტებს კლინიკაში არსებული სტაჟირების, პრაქტიკისა და დასაქმების პერსპექტივების, აგრეთვე პროფესიული გამოწვევების და თანამედროვე ტრენდების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა და სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი,  სოფიო სამხარაძე ესწრებოდა.

ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც  სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და შესაბამისი პასუხები მიიღეს.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტები რეგულარულად გაივლიან პრაქტიკას კლინიკა "ჰეფი დენტში".

გააზიარე გვერდი:

Hello World!