ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები ონლაინ სალექციო კურსს გაივლიან

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები ოთხდღიან ონლაინ სალექციო კურსს თემაზე ''ფინანსური განათლება'' გაივლიან, რომელსაც აშშ-ს მშვიდობის კორპუსის ყოფილი მოხალისე - ბილ ოლსენი გაუძღვება.

კურსი ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, და განხილული იქნება  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბიუჯეტის მართვა, ფინანსების სწორი გამოყენება, მათი შენახვა და სხვა.

აღსანიშნავია,  რომ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სალექციო კურსს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა) სტუდენტებიც დაესწრებიან.

სალექციო კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდება, რაც სტუდენტებისთვის ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესების უნიკალური შესაძლებლობაა.

გააზიარე გვერდი: