ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. გუნდმა რეგულარული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და „ფუტსალის ლიგა 2“-ის ფლეი-ოფში გავიდა, სადაც 1/4 ფინალში ფ.კ „გორს“ დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდს, შესაძლებლობა აქვს, გუნდის არსებობის ისტორიაში, პირველად გადავიდეს  უმაღლეს ლიგაში.

ფლეი-ოფის პირველი მატჩი, 13 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!