ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა ლიტერატურულ ბანაკში მიიღო მონაწილეობა

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ბუთლიაშვილი პროექტ "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან კონკურსის მეშვეობით 10 მონაწილეს შორის მოხვდა და ლიტერატურულ ბანაკში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბაკურიანში გაიმართა.

პროექტი 4-დღიან სალექციო კურსს მოიცავდა და მას მწერალი და ჟურნალისტი - დათო გორგილაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი - ნიკა აგლაძე, ჟურნალისტი და პროზაიკოსი - რუსუდან რუხაძე და სცენარისტი - ქეთი დევდარიანი უძღვებოდნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!