ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის თანაორგანიზებით IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ჟურნალის  „გლობალიზაცია და ბიზნესის“ თანაორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიასთან ერთად საქართველოში IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე „მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლილება და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ეკონომისტის დღეს,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება.

ევროპის უნივერსიტეტი ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში ყოველ წელს აქტიურადაა ჩართული და I კონფერენცია სწორედ, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართული ფაილის სახით:

გააზიარე გვერდი:

Hello World!