ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბების სივრცე გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტური კლუბების სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. 

ღონისძიების ფარგლებში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორი და წამყვანი  ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის თანამშრომელი ნიკოლოზ ბუთლიაშვილი გახლდათ.

თამაშში მონაწილეობა ევროპის უნივერსიტეტის ორმოცდაათზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, რომლებიც სხვადასხვა გუნდებად იყვნენ დაკომპლექტებული.

პირველი ადგილი  გუნდმა „ალფამ“ დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები: უჩა ლორია, მარიამ გიორგაძე, დავით ხაფავა, სოფი იოსელიანი, ნინო აფციაური და ლალი ბაქრაძე იყვნენ. მათ ევროპის უნივერსიტეტისგან, National Geographic Georgia-სგან და სანდრო ახმეტელის თეატრისგან სპეციალური პრიზები გადაეცათ.

მეორე ადგილი მედიცინის ფაკულტეტის გუნდმა „MedClub”-მა დაიკავა, სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეულმა, სტუდენტებისგან შემდგარმა კომისიამ, აღნიშნული გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე - გურამ მეჭურჭლიშვილი გამოარჩია და დააჯილდოვა.

მესამე საპატიო ადგილზე გუნდი „ჰიპოკრატე“, მეოთხეზე „Second Place” და მეხუთეზე  - „ფსიქმიქსი“ გავიდა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!