ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრის ფინალი მიმდინარეობს

ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით და "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მხარდაჭერით, კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრის ფინალი მიმდინარეობს.

ფინალურ შეჯიბრიში, სხვადასხვა უნივერსიტეტის (ევროპის უნივერსიტტი, თსუ, საბაუნი, ნიუ ვიჟენი, საქართველოს უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი მონაწილეობს.

ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები, ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატი გადაეცემა. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების პროგრამებში ჩაერთონ.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეჯიბრამდე გახსნითი და ნახევარ ფინალური შეჯიბრები აქტიურად მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა გუნდმა (30-მდე სტუდენტი) მიიღო.

გააზიარე გვერდი:

Hello World!