ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ჟურნალის, „გლობალიზაცია და ბიზნესი“, ორგანიზებით, მიმდინარე წლის 9-10 ივლისს VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“ გაიმართება.

კონფერენციის თანაორგანიზატორები ქუთაისის უნივერსიტეტი და დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია) არიან და იგი ევროპის უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში (ვებინარის პრორამა ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით) ჩატარდება.

მასალების წარდგენის ვადები:

  • მოხსენების სათაური და რეზიუმე - 2022 წლის 15 აპრილამდე;
  • მოხსენების სრული ტექსტი: 2020 წლის 20 მაისი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eugb.ge/conference.php?id=6

გააზიარე გვერდი:

Hello World!