ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის მედიცინის პრაქტიკული ვორქშოფების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის  მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, პრაქტიკული ვორქშოფების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. 

ვორქშოფები, თემებზე: “ ინექციები” და “მარტივი ჭრილობის დამუშავება” მიმდინარეობს, რომლებსაც ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ავერსის ცენტრალური კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მარიამ ლაბუჩიძე და მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი,  ზოგადი ქირურგი, კლინიკა ,,კარაპს მედალაინის'' ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დავით ელგანდაძე უძღვებიან.

პრაქტიკულ სამუშაოებში სკოლის მოსწავლეები სრულიად საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ მედიცინის ვორქშოფები ევროპის უნივერსიტეტში ორი კვირის განმავლობაში (შაბათი-კვირა), სხვადასხვა მიმართულებებით გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით შეუძლია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!