ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის მედიცინის პრაქტიკული ვორქშოფები მიმდინარეობს

ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის  მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, პრაქტიკული ვორქშოფები მიმდინარეობს. 

პრაქტიკულ სამუშაოებში სკოლის მოსწავლეები სრულიად საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ და ამ დროისთვის თითოეულ ვორქშოფს 20-მდე აბიტურიენტი ესწრება.

აბიტურიენტებს ვორქშოფების დაწყებამდე ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსი მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ, და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმღვანელმა, თიკო გოგნაძემ დაათვალიერებინეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. 

პრაქტიკულ სამუშაოებს მედიცინის დარგის წამყვანი სპეციალისტები, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან და აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ მედიცინის ვორქშოფები ევროპის უნივერსიტეტში ორი კვირის განმავლობაში (შაბათი-კვირა), სხვადასხვა მიმართულებებით გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით შეუძლია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!