"ევროპის უნივერსიტეტის" ორგანიზებით კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრის მონაწილეებისათვის გადამზადების ტრენინგი გაიმართა

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და "ევროპის უნივერსიტეტს“  შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 12-13 მარტს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრის მონაწილეებისათვის მოლაპარაკების წარმოებასა და მედიაციაში თეორიული და პრაქტიკული გადამზადების ტრენინგი გაიმართა.

ღონისძიება "ევროპის უნუვერსიტეტის“ სამართლის პროგრამის ხელმძღვანელმა თათია დოლიძემ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ჩიტაშვილმა გახსნეს.

მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული გადამზადების ტრენინგს პროექტის ხელმძღვანელი სოფიო დუღაშვილი, სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის თემატურად მოწვეულ სპიკერებთან - ელენე ორჯონიკესთან, თამთა დევდარიანთან, სალომე ბეჟაშვილთან და ირაკლი წურწუმიასთან ერთად უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების შემდეგ ეროვნული შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში გაიმართება, რომლის შედეგად გამარჯვებული გუნდი და შესაბამის ნომინაციებში გამოვლენილი მონაწილეები გამოვლინდებიან.

შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები, ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატი გადაეცემა. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების პროგრამებში ჩაერთონ.

შეჯიბრში საქართველოში არსებული 15 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 30 სტუდენტი მონაწილეობს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!