ცენტრალური მატჩი ევროპის უნივერსიტეტსა და თსუ 2-ს შორის ფრედ დასრულდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის სეზონის მეთოთხმეტე ტურის შეხვედაში, ცენტრალურ მატჩში ევროპის უნივერსიტეტი და თსუ 2 ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა.

სანახაობრივი და დრამატული „სტუდენტური დერბი“ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თსუ 2  საწყის ტაიმში დაწინაურადა, მაგრამ EU-მ წონასწორობა ბადრი კალანდაძისა და აველო კიკვაძის გოლით აღადგინა. 

ოცდამეთორმეტე წუთზე გიორგი კუპრეიშვილმა EU დააწინაურა (3-2), მაგრამ მატჩის დასრულებამდე, ორი წუთით ადრე თსუ-მ ანგარიში გაათანაბრა (3-3).

აღსანიშნავია, რომ მატჩის შედეგებით, ევროპის უნივერსიტეტი სატურნირო ცხრილში ილიაუნი 2-ს გაუთანაბრდა და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგებით მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!