ევროპის უნივერსიტეტი კომერციული მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში მიღებას აცხადებს

ევროპის უნივერსიტეტი, სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით,  კომერციული მედიაციის ეროვნულ  შეჯიბრში მიღებას აცხადებს. 

შეჯიბრში მონაწილეობა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის, თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 - მე-4, ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. 

შეჯიბრის გამართვამდე მონაწილეები თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას მედიაციაში გაივლიან, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი, ევროპის უნვერსიტეტის მოწვეულ ლექტორი, სსიპ ,,საქართველოს მედიატროთა ასოციაციის“ დამფუძნებელი წევრი მედიატორი და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე სოფიო დუღაშვილი, გაუძღვება.

გადამზადების შემდეგ მონაწილეები გუნდებად დაიყოფიან, გახსნითი შეჯიბრი ნახევარ-ფინალსა და ფინალში გაიმართება. გუნდები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპექტდება.

შეჯიბრის შემფასებელი „მსაჯის“ სტატუსით სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორები, მედიაციის სფეროში თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მედიაციაში წარმომადგენლობის გამოცდილების მქონე ადვოკატები/იურისტები იქნებიან. შეჯიბრის თითოეულ ეტაპზე გუნდების შეფასებათა დაჯამებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 2022 წლის 05 მარტამდე, მითითებულ ბმულზე შეუძლიათ: https://bit.ly/3v06Njn

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეირჩევა მხოლოდ 30 მონაწილე.

შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები, ხოლო ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების პროგრამებში ჩაერთონ.

შეჯიბრი ონლაინ რეჟიმში დისტანციური პლატფორმის გამოყენებით გაიმართება.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!