ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა სატურნირო ცხრილის ლიდერი დაამარცხა

ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მე-12 ტურის გახსნით შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ლიდერი ქუთაისი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

EU-ს რიგებიდან გამარჯვების გოლები გიორგი კუპრეიშვილმა  და კახა გოგოხიამ გაიფორმეს. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული თამაში გამოვიდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. წინასწარ ვერ იტყოდი, რომელი გუნდი გაიმარჯვებდა. დღეს მეტი მომენტი შევქმენით, დავწინაურდით და ვიმსახურებდით გამარჯვებას...“, - განაცხადა ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის ფეხბურთელმა კახა გოგოხიამ.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით EU-მ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და ლიდერ ქუთაისს ორი ქულით ჩამორჩება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!