შიდა მობილობა ევროპის უნივერსიტეტში

ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობა დაიწყო: 

ევროპის უნივერსიტეტში, 2021 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება საბაკალავრო პროგრამებზე 2022 წლის 15 თებერვლიდან  22 თებერვლის ჩათვლით, ხოლო, ერთსაფეხურიან საგანამანათლებლო პროგრამებზე 7 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით განხორციელდება.

ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

1. სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI  სასწავლო სემესტრებზე;
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი,  მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე.

2. მედიცინის ფაკულტეტი:

  • დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანამანათლებლო პროგრამა -  5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია - პირველიდან - მეექვსე სემესტრის  ჩათვლით;
  • სტომატოლოგის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია პირველიდან -  მეოთხე სემესტრის ჩათვლით;
  • დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი საგანამანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია  მეორე და მესამე სასწავლო სემესტრებზე.

3.ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

  • ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -  5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია  II, IV და VI   სასწავლო სემესტრებზე;
  • ინფორმატიკის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -  5  ვაკანტური ადგილი,  მობილობა გამოცხადებულია  II, IV და VI  სასწავლო სემესტრებზე;

სწავლის საფასური:

  • მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური - 5000 დოლარი (ექვივალენტი ლარში);
  • სტომატოლოგის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამა -  3500 დოლარი (ექვივალენტი ლარში);
  • დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან ერთსაფეხურიან საგანამანათლებლო პროგრამა - 4500 ლარი;

შენიშვნა: ერთი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორე საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის სწავლის საფასური განისაზღვრება  მათთან გაფორმებული საგანმანათლებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ოდენობით.

გააზიარე გვერდი:

Hello World!