მობილობა ევროპის უნივერსიტეტში

ევროპის უნივერსიტეტში მობილობა დაიწყო:

ევროპის  უნივერსიტეტში 2021-2022  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში, მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა, სასწავლო სემესტრები და სწავლის საფასური საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

  1. სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარითმობილობა გამოცხადებულია II, IV და VI  სასწავლო სემესტრებზე;
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია II და IV  სასწავლო სემესტრებზე;
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარით, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე.
  1. მედიცინის ფაკულტეტი
  • დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  -  ვაკანტური ადგილისაქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის სწავლის საფასური შეადგენს  6000 ლარ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის 5000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
  • დიპლომირებული მედიკოსის  (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  -  50 ვაკანტური ადგილი,  სწავლის საფასურია 3500 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I, II  და  III  სასწავლო სემესტრებზე;
  • სტომატოლოგიის  (ქართულენოვანი)  ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამა  -   50 ვაკანტური ადგილი,  სწავლის საფასური  2500 ლარი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
  • სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  - 5 ვაკანტური ადგილი, საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის სწავლის საფასური შეადგენს  6000 ლარს,  ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის  3500  აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე .
  1. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
  • ბიზნესის ადმინიტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარითმობილობა გამოცხადებულია II, IV და VI  სასწავლო სემესტრებზე;
  • ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2250 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
  • მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  განისაზღვრა 2500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია II  სასწავლო სემესტრზე.

 

2021 -2022 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის  მობილობის პროცესის  ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • დოკუმენტების მიღება  - 2022 წლის  10 თებერვლიდან  - 2022 წლის  16 თებერვლის ჩათვლით;
  • სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 2022 წლის 11 თებერვლიდან - 2022 წლის 16 თებერვლის  ჩათვლით;
  • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2022 წლის 11 თებერვლიდან  17 თებერვლის ჩათლით.

სტუდენტმა   ევროპის უნივერსიტეტს უნდა მიმართოს  განცხადებით და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები უნივერსიტეტში (მისამართზე გურამიშვილის გამზ. 76  ორშაბათიდან -შაბათის ჩათვლით) ან შეავსოს განცხადება ონლაინ (იხილეთ განცხადების ფორმა დანართი  №1). ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსების დროს, განცხადების ფორმა უნდა ამოიბეჭდოს, შეივსოს, დაისვას ხელმოწერა, დასკანერდეს (ან გადაუღეთ ფოტო) და წარმოსადგენ დოკუმენტციასთან ერთად ატვირთეთ  ელექტრონულ მისამართზე   Info@eu.edu.ge.  

სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის დადასტურება მოხდება უნივერსიტეტში ან ონლაინ (იხილეთ თანხმობის/უარის ფორმა თანდართული ფაილის სახით) უნივერსიტეტის წარმომადგენელთან კონსულტაციის  შემდგომ.​​​​​​

2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

2.1. საბაკალავრო , ერთსაფეხურიან და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
  • ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ასლი;

2.2. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული/ინგლისური ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.  ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად.  აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

2.3. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
  • „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
  • 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

მობილობასთან დაკავშირებით  კონსულტაციის მისაღებად,  დაგვიკავშირდით:

  • ტელ: 2 000 171; 593960852  
  • ელ-ფოსტა: Info@eu.edu.ge.  

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!