ევროპის უნივერსიტეტსა და ბალტიის საერთაშორისო აკადემიას შორის ინსტიტუციონალური  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და ბალტიის საერთაშორისო აკადემიას (ლატვია) შორის ინსტიტუციონალური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სტუდენტთა ბილატერალური მობილობის ხელშეკრულება გაფორმდა

აღსანიშნავია, რომ მხარეები სამეცნიერო-კვლევით სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში ცალკეული ხელშეკრულებები ბალტიის საერთაშორისო აკადემიასა და ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ორ კვლევით ინსტიტუტთან სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით გაფორმდა.

ბალტიის საერთაშორისო აკადემია ერთ-ერთ უდიდეს არასამთავრობო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს ბალტიისპირეთის რეგიონში, რომელიც 26 სასწავლო პროგრამას 8 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. 

გააზიარე გვერდი:

Hello World!