ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივით,  სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

სტუდენტსა თუ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს განაცხადის წარდგენა ელექტრონულად 24 იანვრის ჩათვლით შეუძლია.

პროექტის მიზანს  სტუდენტური ინიციატივების წახალისება და იმპლემენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. 

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს შესაძლებლობას, პროექტის სახით ინიციატივა წარადგინონ და იდეების განხორციელებისთვის დაფინანსება მოიპოვონ.  

საპროექტო განაცხადის მიმართულებებს წარმოადგენს სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები. 

დამატებითი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: servicecenter@eu.edu.ge ან ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში: გურამიშვილის 76, ოთახი #102.

გააზიარე გვერდი:

Hello World!