სრულად დაფინანსებული მობილობა ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში 

ევროპის უნივერსიტეტი სრულად დაფინანსებულ სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აცხადებს.

  • მასპინძელი უნივერსიტეტიხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
  • სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა;
  • მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2021/2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე;
  • სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, სტუდენტურ საცხოვრებელში უფასო განთავსება;
  • ადგილების რაოდენობა: 2;

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის ''საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის'' შესაბამისად.

  • გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (ოთხშაბათი, 26 იანვარი, 12:00)

წერითი გამოცდა ჩატარდება Moodle-ის პლატფორმაზეხოლო ზეპირი - Zoom-ის გამოყენებით.

შენიშვნა: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ ვალიდურ საერთაშორისო სერთიფიკატებს, როგორიცაა: IELTS, TOEFL, CAMBRIDGE, მას არ უწევს აღნიშნული გამოცდის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მის სასერთიფიკატო გამოცდის ქულას. 

  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე  (პარასკევი, 28 იანვარი, 16:00)

ორშაბათს, 31 იანვარს, კომისია კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 2 სტუდენტს გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/zcWmGUJ9cVFwTvF77 

განაცხადების მიღება შეწყდება ორშაბათს, 24 იანვარს, შუა დღის 12:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge 

გააზიარე გვერდი:

Hello World!