კონკურსი ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს სტუდენტების შესარჩევადრომლებიც ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორ ,,ქართულ-ჰოლანდიურ'' ჰოსპიტალში გაივლიან კლინიკურ სტაჟირებას  4 თვის განმავლობაში (პირველი თვე - ანაზღაურების გარეშე, მომდევნო 3 თვე ანაზღაურებადი).

კონკურსის ფარგლებში 30 საუკეთესო GPA-ის მქონე სტუდენტი შეირჩევა. კლინიკური პრაქტიკის განხორციელება მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.  

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება დიპლომირებული მედიკოსის  ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის IV და V კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ. მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტის საერთო GPA იყოს 3-ზე მაღალი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა, 2 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზეstudentscompetition@eu.edu.ge;

  • კომისია კონკურსის პირველ ეტაპზე უმაღლესი GPA-ის მქონე 30 სტუდენტს დეკემბრის 16:00 საათამდე გამოავლენს;
  • კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 3 დეკემბრის 18:00 სათამდე;
  • კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები გასაუბრებას კლინიკის ადმინისტრაციასთან 8 დეკემბერს 14:00 საათზე გაივლია;
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 10 დეკემბრის 18.00 საათამდე.

კლინიკური სტაჟირების გავლას ყველა ის სტუდენტი შეძლებს, რომელიც გასაუბრების ეტაპებს წარმატებით გაივლის.

 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!