მასარიკის უნივერსიტეტში ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის კონკურსის შედეგები ცნობილია
მასარიკის უნივერსიტეტში ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტური შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამებიდან სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა.
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები - რავიშა უპალი, ნაირ აპარნა გოპაკუმარი და აიდა მაჰერი შაჰრეზაეი ჩეხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, ბრნოში გაემგზავრებიან და ერთ სემესტრს მასარიკის უნივერსიტეტში გაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ მასარიკის უნივერსიტეტის ზოგადი მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სასწავლო გეგმასთან თავსებადი მრავალფეროვანი კურსები აირჩიონ და კლინიკური, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.