ევროპის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ბაპტისტურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ბაპტისტურ უნივერსიტეტს (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

დოკუმენტის ხელმოწერით მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, ხელი შეუწყონ ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სექტემბერში, კალიფორნიის ბაპტისტური უნივერსიტეტის გლობალური ინიციატივების ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ლარი ლინამენის ევროპის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის ბაპტისტური უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების ამერიკული ასოციაციის წევრი, მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 150 საბაკალავრო, 45 სამაგისტრო და 7 სადოქტორო პროგრამას ახორციელებს და ამერიკის მასშტაბით საუკეთესო კამპუსის მქონე უნივერსიტეტების ხუთეულშია.

გააზიარე გვერდი: