ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს სს "მისო ევროკრედიტმა“ სწავლა დაუფინანსა

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუნდენტს სანდრო ცოფურაშვილს სს „მისო ევროკრედიტმა“ სწავლა დაუფინანსა.

სანდრო ცოფურაშვილი მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, კომპანია "ევროკრედიტის" გადაწყვეტილებით, ევროპის უნივერსიტეტში ერთი წლით სწავლის დაფინანსებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტსა და სს "მისო ევროკრედიტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 15 აპრილს გაფორმდა, რომლის მიზანია ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო პროცესის მხარდაჭერა, უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად.

გააზიარე გვერდი:

Hello World!