ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში პანელური დისკუსია - "შრომის ბაზრისა და სამეწარმეო აქტიურობის განვითარების თანამედროვე გამოწვევები“, გაიმართა.

დისკუსიას, მოდერატორობას, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი გივი ბედიანაშვილი უწევდა.
 
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები - შორენა კობიაშვილი, ირმა გვილავა, თინათინ ქსოვრელი, თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი ნათია ჭელიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე, თიბისი ბანკის აქციონერი - პროფესორი გივი ლემონჯავა, კომპანია ლივინგსტოუნიდან - სალომე ჯანელიძე, მეწარმე - ნათია ჩიხლაძე, პროფესორი იოსებ არჩვაძე და უშუალოდ კვლევით პროექტში ჩართული მკვლევარები, ასოცირებული პროფესორები ეკატერინე ნაცვლიშვილი და ქუჯი ბიჭია. 

თემა კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას მიეძღვნა, კერძოდ დამსაქმებლების და მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინების შესაძლო ფორმებს, შრომის ბაზრისთვის საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში შესაბამისი და მოთხოვნადი უნარჩვევების მატარებელი მაღალი კვალიფიკაციის კონკურენტუნარიან სპეციალისტთა მომზადების რეკომენდაციების შემუშავებისას.

გააზიარე გვერდი:

Hello World!