ვაკანსია მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის  პოზიციაზე

ევროპის უნივერისიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი  პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი N17
  • სამუშაო საათები : 40 საათი კვირაში
  • გამოსაცდელი პერიოდი : 6 თვე

ძირითადი მოვალეობები :

  • უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში,  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
  • პროგრამების შემუშავების, შეფასების, განახლებისა და რეაკრედიტაციის პროცესების ხელშეწყობა;
  • სასწავლო პროცესის მსვლელობაზე, პროგრამის განხორციელებაზე,  მის შედეგებსა და ეფექტიანობაზე დაკვირვება, გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა, ცვლილებების ინიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•     უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მედიცინის მიმართულებით;

   3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

•     MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);

•     ინგლისური ენა B2 დონე (მეტყველება, წერა).


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

  • განცხადების მიღების ბოლო ვადა :  19 ნოემბერი , 2021 წელი

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!