ვაკანსია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სფეროებში:

ა) ინფორმატიკის სფეროში შემდეგ სასწავლო კურსებში: მობილური აპლიკაციების დაპროექტება და აგება“, „დაპროგრამება JVM პლატფორმაზე“,  „კომპიუტერული თამაშების პროგრამირება“,  „არარელაციური მონაცემთა ბაზები“, „სისტემური დაპროგრამების საფუძვლები“,  „სისტემური ადმინისტრირების საფუძ­ვლები“.

  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.
  1. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

2.1 ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული  ნიშნით):

) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);

) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით:

.) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;

.) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

  1. საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@eu.edu.ge / Hr@eu.edu.ge );

  1. განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე.

) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (ივსება ელექტრონული  ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია - სასწავლო კურსებიდან ერთ-ერთში. „მობილური აპლიკაციების დაპროექტება და აგება“, „დაპროგრამება JVM პლატფორმაზე“,  „კომპიუტერული თამაშების პროგრამირება“,  „არარელაციური მონაცემთა ბაზები“, „სისტემური დაპროგრამების საფუძვლები“,  „სისტემური ადმინისტრირების საფუძ­ვლებ).

თ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა.

  1. კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესისშესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების  გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
  1. კონკურსის ვადები

1. კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 9 ნოემბრიდან;

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით;

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2021  წლის 17 დეკემბრისა;

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2021 წლის 23 დეკემბრისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის 24 დეკემბრისა;

7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2021 წლის 24 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით;

8. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2021 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით.

  1. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.

  • საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N76.
  •  info@eu.edu.ge ; Hr@eu.edu.ge
  • ტელ: 032 2141 181; 032 2000 171
გააზიარე გვერდი:

Hello World!