ვაკანსია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სფეროებში:

ა) სფერო - ბიზნესი და მეწარმეობა:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია.

ბ) სფერო - მენეჯმენტი (სტრატეგიული, საერთაშორისო, ანტიკრიზისული):

  • ასოცირებული პროფესორი - 1  ვაკანსია.

გ) პროგრამირება;

  • ასოცირებული პროფესორი - 1  ვაკანსია.

*შენიშვნა: ონკურსანტი უნდა ფლობდეს ინფორმატიკის თეორიულ საკითხებს, ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებს, მონაცემთა ბაზებს, მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებს, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპებს, პროგრამირების ენებს python, C, C++, Java. გამოცდილება უნდა ჰქონდეს პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვა/შემუშავება/ტესტირების პროცესში.

დ) ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემები.

  • ასოცირებული პროფესორი - 1  ვაკანსია.

*შენიშვნა: კონკურსანტი უნდა ფლობდეს ინფორ­მატიკის თეორიულ საკითხებს, ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებს, მონაცემთა ბაზებს, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება/მონიტორინგი/უსაფრთხოებისთვის საჭირო აუცილებელ უნარებს, სერვერული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა/აგება/მართვისთვის აუცი­ლებელ ინსტრუმენტებსა და პროგრამულ საშუალებებს, მონაცემთა მონი­ტორინ­გის/დამუ­შავების/ანალიზის შესაბამის ინსტრუმენტებს და პროგრამულ საშუალებებს, ღრუბლოვანს სისტემებს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აგების უნარებს.

სამუშაო ანაზღაურება: 1400 ლარი (დარიცხული ყოველთვიურად);

აუცილებელი პირობა: ევროპის უნივერსიტეტთან აფილირება.

შესასრულებელი სამუშაო:

ა) კვირეული დატვირთვა 30 საათი, მათ შორის, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო;

ბ) პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად პროგრამის განვითარებაზე ზრუნვა;

გ) აბიტურიენტთა/სტუდენტთა მოზიდვის კამპანიაში აქტიური ჩართულობა;

დ) საბაკალავრო ნაშრომის/სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა/რეცენზირება;

ე) სტუდენტური კონფერენციების ორგანიზება; შეჯიბრის, ჰაკათონის და სხვა მსგავსი აქტივობების დაგეგმვა;

ვ) კვლევითი პროექტების მომზადება და წარდგენა;

ზ) შიდა საუნივერსიტეტო კომისიებში მონაწილეობა;

თ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

ი) იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნება;

კ) სტუდენტთა მენტორობა კოფერენციებისთვის მოხსენებების მომზადების პროცესში;

ლ) სფეროს აქტუალურ თემებზე სპიკერების მოძიება და შესაბამისი პანელური დისკუსიების, საჯარო ლექციების და მსგავსი აქტივობების დაგეგმვა/დაორგანიზება.

 

  1. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

2.1 ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს :

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ბ) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი; სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში;

გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

დ) პირი, რომელსაც აქვს კვლევითი პროექტების მომზადების  გამოცდილება;

ე) პირი, რომელსაც აქვს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება;

ვ) პირი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნას.

 

  1. საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@eu.edu.ge / Hr@eu.edu.ge );

  1. განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე.

) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული  ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

თ) კვლევითი პროექტების მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

ი) იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებული მინიმუმ ერთი პუბლიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

კ) საერთაშორისო  კონფერენციებში  მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

      ლ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ინგლისური ენის სერტიფიკატი არსებობის შემთხვევაში).

მ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა.

 

  1. კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესისშესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების  გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ქართულ-ინგლისურ ენებზე).

 

  1. კონკურსის ვადები

1. კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 9 ნოემბრიდან;

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით;

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2021  წლის 17 დეკემბრისა;

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2021 წლის 23 დეკემბრისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის 24 დეკემბრისა;

7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2021 წლის 24 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით;

8. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2021 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით.

  1. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N76.  info@eu.edu.ge ; Hr@eu.edu.ge

ტელ: 032 2141 181; 032 2000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!