ევროპის უნივერსიტეტი EUA-ს ინდივიდუალური ასოცირებული წევრი გახდა

ევროპის უნივერსიტეტი, EUA-ს ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისინდივიდუალური ასოცირებული წევრი გახდა.

ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით მეოთხე კერძო უნივერსიტეტი, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა და უნიკალური შესაძლებლობ, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად.

EUA- წევრობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისა და ზოგადად ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და მას 48 ევროპული ქვეყნიდან 800-ზე მეტი წევრი ჰყავს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესსა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის ფორმირებაში

გარდა ამისა, EUA წარმოადგენს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც წევრი უნივერსიტეტები ერთმანეთს ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკებს უზიარებენ და  ერთობლივ პროექტებსა და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობენ

ასოციაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსhttps://eua.eu/about/who-we-are.html

გააზიარე გვერდი: