ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მე-5 - მე-10 სემესტრის სტუდენტებისთვის, სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, რომლებიც კლინიკა "ალბიუსში'' და კლინიკა "ჰეფი დენტში" პრაქტიკას მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე გაივლიან.

კომისიის მიერ შერჩეული იქნა სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სამი სტუდენტი:

  • ჰამიდრეზა იავარი (მე-5 სემესტრი)
  • სიმინ სადეღი (მე-10 სემესტრი)
  • მონა ალ არნაუთ (მე-5 სემესტრი)

პრაქტიკა თერაპევტის, ქირურგისა და ორთოპედის ასისტირებასა და სხვადასხვა მანიპულაციაზე დაკვირვების შესაძლებლობას მოიცავს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!