ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის კონკურსი ცხადდება   

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მე-5 - მე-10 სემესტრის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სტუდენტების შესარჩევად, რომლებიც კლინიკა "ალბიუსში'' და კლინიკა "ჰეფიდენტში" პრაქტიკას მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე გაივლიან. 

პრაქტიკა თერაპევტის, ქირურგისა და ორთოპედის ასისტირებასა და სხვადასხვა მანიპულაციაზე დაკვირვების შესაძლებლობას მოიცავს.

კონკურსის ფარგლებში, ორი სტუდენტი შეირჩევა ქართულენოვანი სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამიდან, ორი კი - ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან.

კონკურსის პირობები და შერჩევის კრიტერიუმები დეტალურად იხილეთ თანდართულ  ფაილში.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!