ევროპის უნივერსიტეტისა და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ონლაინ დისკუსიების კვირეულის მეორე შეხვედრა გაიმართა
ევროპის უნივერსიტეტისა და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა) თანაორგანიზებით, ვებინარის ფორმატში აკადემიური დისკუსიების კვირეულის,- „ქართული და უკრაინული პერსპექტივების“, ფარგლებში, მეორე ვებინარი, თემაზე "პოლიტიკური კულტურა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების კომპონენტი: სამოქალაქო კულტურა", გაიმართა.
შეხვედრას, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი მჭედლიშვილი და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ოლგა ზასლავსკა გაუძღვნენ.
მომხსენებლებმა პოლიტიკური კულტურის არსზე, ფუნქციებსა და სტრუქტურაზე ისაუბრეს და მიმოიხილეს სამოქალაქო საზოგადოების თავისებურებები თანამედროვე უკრაინასა და საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ვებინარის დასასრულს, აუდიტორია აქტიურად ჩაერთო კითხვა-პასუხის რეჟიმში.