ევროპის უნივერსიტეტმა ერაზმუს+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ერაზმუს+ ეროვნულმა ოფისმა ერაზმუსის დღეების ფარგლებში დისკუსია, თემაზე "როგორ ვასწავლოთ და ვიკვლიოთ ევროკავშირი?" გამართა, რომელშიც ერაზმუს+ ჟან მონეს აქტივობების ბენეფიციარმა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ორმა ასოციაციამ და ცხრა უნივერსიტეტმა (თბილისი, გორი და ბათუმი), მიიღო მონაწილეობა.
ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ევროპის უნივერსიტეტის ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორი თათია დოლიძე ესწრებოდა, რომელმაც აუდიტორიას ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე ჟან მონეს პროექტისა და მოდულის შესახებ ინფორმაცია გააცნო (რომელთა გამარჯვებულიც ევროპის უნივერსიტეტი გასულ წელს გახდა) და მათი განხორციელებისას მიღებული გამოცდილება გაუზიარა.
"ჟან მონეს მომდევნო დისკუსია 2023 წელისათვის დაიგეგმა და ვიმედოვნებთ, რომ ამ დროისთვის კოლეგების წინაშე კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებითა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით წარვსდგებით“, - განაცხადა "ევროპის უნივერსიტეტის" ჟან მონეს პროექტის მენეჯერი და ჟან მონეს მოდულის აკადემიური გუნდის წევრმა თათია დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი წარსდგა. შესავალის სახით კი ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა ერაზმუს+ პროგრამა მოკლედ მიმოიხილა.