ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის მალაგას უნივერსიტეტის პროფესორებმა ლექციების ციკლი ჩაატარეს
ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის მალაგას უნივერსიტეტის პროფესორებმა - სერხიო როხასმა და ესტებან ფერერმა, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 13 ოქტომბერს, ლექცია - "აკადემიური მუშაობა და კვლევა მალაგას უნივერსიტეტსა და ესპანეთში“ ჩაატარეს.
პროფესორებმა ქართველ კოლეგებს ესპანური უნივერსიტეტების აკადემიური და კვლევითი საქმიანობის ძირითადი პრინციპები გაუზიარეს და მალაგას უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკაზე კომპანიებთან კვლევითი თანამშრომლობის თვალსაზრისით ისაუბრეს.
დისკუსიის ფორმატში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა სტუდენტებში აკადემიური წერისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ლექციას ევროპის უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის ლექტორები დაესწრნენ.