ევროპის უნივერსიტეტსა და ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში და ერთობლივი კვლევითი აქტივობების, კონფერენციების, ფორუმების დაგეგმვასა და სამეცნიერო-კვლევითი სტატიების გამოქვეყნებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჟურნალებში ითვალისწინებს.  

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას, როგორც ერაზმუსის პროგრამის, ისე ბილატერალური ფორმატის ფარგლებში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!