მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური კალენდრი და აკადემიური/ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადების შესახებ

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრების აკადემიური კალენდრის დამტკიცების და შემოდგომის სემესტრში აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ:

ადმინიტრაციული რეგისტრაციის ვადები

  • სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 2021  წლის  15  ოქტომბერი;

აკადემიური  რეგისტრაციის ვადები

  • სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 2021  წლის  15  - 16  ოქტომბერი.

ევროპის უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში   სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო  პროგრამზე აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის  გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადები:

  • იმ პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და დეკანებისთვის წარდგენა, რომელთაც არ გაუვლიათ აკადემიური რეგისტრაცია დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს. აღნიშნული ინფორმაცია არაუგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა  შესაბამისი რეაგირებისთვის წარედგინოს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს, ხოლო ბრძანება აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ გამოიცეს არაუგვიანეს  2021 წლის 01 ნოემბრისა.

2021-2022 სასწავლო წლის  მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამაზე შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების აკადემიური კალენდარი:

უქმე დღეები:

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • 22 აპრილი - დიდი პარასკევი ;
  • 23 აპრილი  -  დიდი შაბათი;
  • 24  აპრილი - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე;
  • 25 აპრილი -  მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი;
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.
გააზიარე გვერდი:

Hello World!