ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკამ საერთაშორისო საუნივერსიტეტო საზოგადოების ყურადღება მიიქცია
ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკამ საერთაშორისო საუნივერსიტეტო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს (NAWA) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დაბროვა გორნიცას WSB უნივერსიტეტმა, ინტერნაციონალიზაციის საერთაშორისო ფორუმი ჩაატარა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით, პუბლიკაციაც გამოსცა, რომელშიც, სხვა წარმატებულ მაგალითებს შორის, ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაც მოხვდა.
„მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს დაფასებისთვის. ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, მოკლე დროში დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მსოფლიოში პანდემიური სიტუაციის გამოსწორებასთან ერთად, ჩვენი გეგმებიც მეტად ამბიციური ხდება“, - აცხადებს ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თათია დოლიძე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტსა და დობროვა გორნიცას უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.