ევროპის უნივერსიტეტის სიმულაციურ ცენტრში მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის სიმულაციურ ცენტრში, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი თემაზე - "შეფასების თანამედროვე მეთოდები“ გაიმართა. 

ტრენინგზე აქცენტი ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის კომპონენტზე (OSCE) გაკეთდა, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ტრენერი თინათინ გოგნაძე უძღვებოდა. 

აღსანიშნავია, რომ პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!