ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება

ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება.

კერძოდ:

  • საბაკალავრო    საფეხურის    სტუდენტებისთვის სასწავლო    პროცესი განახლდება საუნივერსიტეტო სივრცეში;
  • მაგისტრატურისა და    მასწავლებლის მომზადების საგანმანთლებლო პროგრამების  სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება სრულად დისტანციურ რეჟიმში;
  • მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან (ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი განახლდება ჰიბრიდულ რეჟიმში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების დაცვით.

გააზიარე გვერდი:

Hello World!