ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება

ევროპის უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება:

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება 15 სექტემბრიდან – 27 სექტემბერის (10:00 – 18:00 საათი) ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული).

მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებლი;
  • დაწყებითისაბაზო და საშუალო საფეხური (I- XII) ინგლისური ენა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება უნივერსიტეტში ადგილზე);
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად  დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
  • ორი ფოტო 3x4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები:

I ეტაპი:

  • გამოცდა – 22 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 23 სექტემბრისა; 
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 23 სექტემბრისა;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს – 24 სექტემბრისა;

II ეტაპი:

  • გამოცდა – 24 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 25 სექტემბრისა;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 25 სექტემბრისა ;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს – 27 სექტემბრისა ;

I I I ეტაპი

  • გამოცდა – 27 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 28 სექტემბრისა;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 28 სექტემბრისა ;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს – 29 სექტემბრისა;

IV ეტაპი

  • გამოცდა – 28 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 29 სექტემბრისა;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 29 სექტემბრისა;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 30 სექტემბრისა;

სხვა დეტალები:

  • რანჟირების დოკუმენტის გამოცემა – არაუგვიანეს 04 ოქტომბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება - 05-11 ოქტომბერი;
  • ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით -13 ოქტომბერი;
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემა - 13 ოქტომბერი.
მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!