ევროპის უნივერისიტეტის კონკურსი ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის

ევროპის უნივერისიტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს კონკურსს, კომიტეტის სხდომის შეხვედრებში მონაწილეობისათვის, სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ უნივერსიტეტ პროგრამები სრულყოფსა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობა მიიღოს ზემოთ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებში;
  • მონაწილეობა მიიღოს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებში მის მიერ აღებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით;
  • ხელი შეუწყოს პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისი პროგრამის სტუდენტებისათვის გაზიარებას;
  • საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღოს ექსპერტებთან შეხვედრების პროცესში (საჭიროების შემთხვევაში).

მოთხოვნები:

  • ფინანსებისა და საბანკო საქმის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრებით, GPA > 3.0;
  • MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
  • ინგლისური ენის ცოდნა (მეტყველება, წერა) B1 დონე (სასურველია).

კონკურსის დეტალები:

  1. კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები: 2021 წლის 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით;
  2. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge;
  3. კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
  4. კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (კომისიის შემადგენლობა: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროგრამის ხელმძღვანელი. გასაუბრების კრიტერიუმები: ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა), პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა), მოტივაცია (3 ქულა), ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა), შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა), ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა). შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის გამოთვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;
  5. სტუდენტი ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს სტუდენტის აქტიური სტატუსის არსებობის პერიოდში.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!